დავით ნარმანიამ თბილისის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დედაქალაქის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატურები წარადგინა.
კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გივი კუბლაშვილი დასახელდა, რომელიც „ელიტა ბურჯის“ თანამშრომელი იყო.
ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსად წარდგენილია გიორგი ბაგრატიონი. განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსის პოსტზე, ირაკლი გვილავაა წარდგენილი. აღნიშნული თანამდებობა მანამდე ვიცე – პრემიერ კახა კალაძის ცოლისძმას, გიორგი არეშიძეს ეკავ. ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის თანამდებობას ნინო სულხანიშვილი დაიკავებს. ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე კი ნოდარ ჭიჭინაძეა წარდგენილი. მას ეკონომიკურ სფეროში ექსპერტის სტატუსი აქვს. რაც შეეხება ვაკის გამგებლის თანამდებობას, მას ნოდარ ტურძელაძე დაიკავებს. ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ყოფილმა გამგებელმა ლაშა აბაშიძემ დედაქალაქის ვიცე- მერის პოსტზე გადაინაცვლა.