პეკინზე “პროკრედიტ ბანკში” ნიღბიანი პირი შეიჭრა
თბილისში, პეკინის გამზირზე „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალის დაყაჩაღება სცადეს. როგორც “კვირას” შემთხვევის ადგილიდან თვითმხილველმა აცნობა, ბანკის დაყაჩაღება აფთიაქის ნიღბით აღჭურვილმა პირმა სცადა, რომელიც”პროკრედიტ ბანკში” მაშინ შეიჭრა, როცა შენობაში კლიენტები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის უცნობია მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა ბანკიდან თანხის წაღება.
როგორც „კვირას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ 179-ე მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.