ქართველი „კანონიერი ქურდი“, მეტსახელად „ჭია“, რუსეთის ციხიდან გაათავისუფლეს

გამოცემა „პრაიმ-კრაიმის“ ინფორმაციით, სანქტ-პეტერბურგის ციხიდან ქართველი „კანონიერი ქურდი“, 26 წლის ლაშა ბარათელი, მეტსახელად „ჭია“ გაათავისუფლეს. მის საქმეზე განაჩენი 3 წლიდან 11 თვემდე შემცირდა, რომელიც „ჭიამ“ უკვე მოიხადა.
გასული წლის დეკემბერში რუსმა სამართალდამცველებმა ბარათელი მაშინ დააკავეს, როდესაც მან თავდასხმის შედეგად ჭრილობები მიიღო. ამის შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ „ჭიას“ სხვა დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი. 1 აპრილს ლაშა ბარათელი პეტერბურგში ერთ-ერთი ბინის ქურდობისთვის დამნაშავედ ცნეს.
„პრაიმ-კრაიმის“ ცნობით, თავისი მეგობრის ბედით აქტიურად ინტერესდებოდა მეორე პეტერბურგელი “ქართველი კანონიერი” ქურდი – “ზურა კახელი”.
“გასულ წელს ზურამ და ლაშამ „ქურდების“ ტიტულები თითქმის ერთდროულად მიიღეს. ახლა, „ჭიას“ გათავისუფლების შემდეგ, ისინი შურისძიების მიზნით, დიდი ალბათობით   ძებნას დაუწყებენ ლაშა ბარათელზე თავდასხმის მონაწილეებს “, – წერს გამოცემა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები