შინაგან საქმეთა მინისტრმა ფრანგ კოლეგას სამძიმრის წერილი გაუგზავნა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ფრანგ კოლეგას ბერნარდ კაზენოვს სამძიმრის წერილი გაუგზავნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ტერორისტული თავდასხმების სერიას, რომელიც 2015 წლის 13 ნოემბერს პარიზში განხორციელდა. „შემაძრწუნებელი ფაქტია, მსგავსად სხვა განხორციელებული შეტევებისა, არის თავდასხმა ძირეულ დემოკრატიულ პრინციპებზე, რაც თავისუფალი საზოგადოების უმთავრეს პირობას წარმოადგენს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საფრანგეთს მხარდაჭერას უცხადებს ტერორიზმისა და დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენი უწყების სახელით გამოვხატავ ღრმა მწუხარებას ფრანგი ხალხისა და დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ოჯახების მიმართ”,-აღნიშნულია შს მინისტრის სამძიმრის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები