აზერბაიჯანის კონგრესის თავმჯდომარე საქართველოს პატრიარქს მადლობას უხდის

აზერბაიჯანის კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევმა საქართველოს პატრიარქს მადლობა გადაუხადა.
„მე მადლობას ვუხდი უწმინდესს, კავკასიის მამას, ილია მეორეს, რომ საფრანგეთში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, ამ ტერორიზმს ისლამთან კავშირი არ აქვსო“.
როგორც ბაბაევმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, ტერორისტებს ძალაუფლების მოპოვება სურთ და ფინანსური დაინტერესება აქვთ.
„საქართველოს ყველა მეჩეთში ყველა მოლა ლოცულობს საქართველოს მშვიდობისთვის. იმისათვის, რომ არცერთი მუსულმანი მათი გავლენის ქვეშ არ მოექცეს, მოლები თავიანთ მრევლს ესაუბრებიან იმაზე, რომ ამ ყველაფერს ისლამთან კავშირი არა აქვს“, – განაცხადა ალი ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები