„ტერორიზმს ისლამთან არავითარი კავშირი არა აქვს“

„ტერორიზმს ისლამთან არავითარი კავშირი არა აქვს“,- აღნიშნული განცხადება საქართველოში აზერბაიჯანის კონგრესის თავმჯდომარე ალი ბაბაევმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ბაბაევის განცხადებით, ისლამური სახელმწიფოს სახელით მოქმედი ტერორისტული დაჯგუფება თავის დროზე სპეცსამსახურებმა შექმნეს, თუმცა მოგვიანებით მათი კონტროლიდან გამოვიდა და მათ ძალაუფლების მოხვეჭა დაიწყეს.
„ისინი ხოცავენ უდანაშაულო ადამიანებს. თუ ისინი ისლამისტები არიან, როგორ ხოცავენ მორწმუნე ადამიანებს. ნახეთ, რა ხდება ბეირუთში,სირიაში…. ისინიც ხომ მუსულმანები არიან. აფეთქებენ მეჩეთს პაკისტანში, ავღანეთში… ეს კავშირში არ არის ისლამთან. ამიტომ ეს უნდა იცოდეს საზოგადოებამ და ვებრძოლოთ ტერორიზმს და არა ისლამს“,- აღნიშნა ალი ბაბაევმა.
რაც შეეხება ქვემო ქართლიდან მუსულმანი მოსახლეობის ტერორისტული დაჯგუფების რიგებში წასვლას, ბაბაევის განცხადებით, რეგიონში რელიგიური ექსტრემიზმი არ არის. მისი განცხადებით, შესაძლოა, ვინმეს სიმპათია გააჩნდეს ტერორისტული დაჯგუფების მიმართ, მაგრამ ამის განზოგადება მიუღებელია. ბაბაევის განცხადებით, ტერორისტების მხარდამჭერები ქვემო ქართლზე მეტად აჭარასა და პანკისში არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები