ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 85-ე კმ-ზე (ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია), საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
17 ნოემბერს აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის მიმდებარე ფერდიდან დიდი რაოდენობით მიწა-კლდისა და ლოდების მასა ჩამოწვა და ამ მიმართულებით მოძრაობა დაიკეტა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ოპერატიულად ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, დღის ბოლოსთვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში გაიხსნა. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა სრულად არის აღდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები