„პოზიცია“-მ მაკედონიის არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობაზე შეთანხმებას მიაღწია

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიცია“ ქუჩაში მცხოვრები ბაშვების ჯანსაღი ცხოვრების წესის წასახალისებლად ახალ ინიციატივას იწყებს. ამ მიზნით, ორგანიზაციამ მაკედონიაში, ქალაქ ბითოლაში ტრენინგ “Street Workout”-ში მონაწილეობის მისაღებად თავისი წარმომადგენელი, თამარ შენგელია გააგზავნა. შენგელია  4-14 ნოემბერს გამართულ ტრენინგში წარმატებით იყო ჩართული.

“Street Workout-ი მსოფლიოში სპორტის მიმდინარეობის გაცნობას გულისხმობს. ის ამერიკაში წარმოიშვა და პოპულარული გახდა  youtube სერვისის დახმარებით.  “Street Workout” გულისხმობს ,,ქუჩის ვარჯიშის ხელოვნებას” და ის სრულიად ხელმისაწვდომი საშუალებაა ფრიად გაჭირვებული ფენისთვისაც კი, ვინაიდან ქუჩის სავარჯიშოებზე არავინ ითხოვს თანხის გადახდას სკვერებსა თუ სკოლის ეზეობში.
აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში ა/ო „პოზიციის“ წარმომადგენელი ასევე შეხვდა მაკედონიაში ქ.ბითოლას მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და ადგილზე გაეცნო მათ საერთაშორისო ინიციატივებს. საუბარი მომავალ თანამშრომლობასაც შეეხო.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პოზიცია“ გეგმავს აქტიურ თანამშრომლობას საქართველოს “Street Workout”-ის ფედერაციასთან, რომელიც საკმაოდ წარმატებულია მსოფლიო დონეზე და მათი ტრენერების მეშვეობით ხშირად განახორციელებს საჩვენებელ ვარჯიშებს ქუჩაში და მიუსაფარ ბავშვთა სახლებში მცხოვრები პატარებისთვის, რათა მათ ჯანსაღ პიროვნებებად ჩამოყალიბებას თავიდანვე შეუწყოს ხელი. მოგეხსენებათ, ხშირია ქუჩაში მცხოვრები ბავშვების ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულება, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია საწყის ეტაპზევე დავანახოთ მათ თავიანთი ენერგიის დახარჯვის სხვა ჯანმრთელი მექანიზმი, რაც მარტივად გაგვიზრდის ჯანსაღ თაობას საღი აზრით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები