ნიგერიაში ტერაქტის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა და 80 დაიჭრა ნიგერიის ქალაქ იოლას ბაზარში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. ნიგერიის ტეროტირაზე რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი“ მოქმედებს, რომლის თავდასხმების შედეგად ყოველწლიურად ათასობით ადამიანი იღუპება. ეს დაჯგუფება ნიგერიის მთელ ტერიტორიაზე შარიათის კანონების დაწესებას ითხოვს. „ბოკო ჰარამი“ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები