საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტყიბულიდან ერთ კილომეტრში გამთენიისას დაფიქსირდა. როგორც “კვირას“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა განუცხადა, ტყიბულსა და ჭიათურაში მოსახლეობამ ბიძგები იგრძნო, თუმცა რაიმე დაზიანებას, ნგრევას და ზარალს ადგილი არ ჰქონია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები