პარიზში ორმხრივი სროლის შედეგად ორი ადამიანი მოკლეს
სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა პარიზში პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად. ინციდენტი საფრანგეთის დედაქალაქის შემოგარენში, სენ-დენის რაიონში მოხდა. ასევე Le Monde-ს მიერ გავრცელებული დაუზუსტებელი ინფორმაციით, არის მესამე დაღუპულიც.
სროლა პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოხდა. ფრანგი სამართალდმაცველები ერთ-ერთ ბინაში გამაგრებული დამნაშავეების შტურმს აწარმოებენ. სპეცოპერაცია პარიზში 13 ნოემბერს ტერაქტებში ეჭვმიტანილი პირების დაკავებისთვის ხორციელდება.
The Daily Mail-ის ინფორმაციით, სენ-დენის მოსახლეობას სროლის ხმა ესმოდა. რაიონზე ვერტმფრენები დაფრინავენ. ვრცელდება ასევე ინფორმაცია შტურმის დროს რამდენიმე პოლიციელის დაჭრის შესახებაც.