დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრი: ISIS მასშტაბური კიბერშეტევებისთვის ემზადება
„ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები ცდილობენ, მოიზიდონ რესურსები, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მასშტაბური კიბერშეტევების განსახორციელებლად, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ჯორჯ ოსბორნმა განაცხადა. ოსბორნის ინფორმაციით, ასეთ ობიექტებში მოიაზრება ავიაციის სადისპეჩერო სამსახურები და საავადმყოფოები.
ფინანსთა მინისტრმა კიბერშეტევების პრევენციის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს გააორმაგოს იმ სამსახურების დაფინანსება, რომლებიც კიბერდანაშაულის წინააღმდეგ იბრძვიან. ჯორჯ ოსბორნის გადაწყვეტილებით, აღნიშნული სამსახურების დაფინანსება 1,9 მილიარდი ფუნტი სტერლინგით გაიზრდება.