ფინანსთა სამინისტროს მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მე-14 საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. მოწვეულ სტუმრებს ფინანსთა მინისტრი შეხვდა. ნოდარ ხადური წლების წინ სწორედ ამ სკოლის მოსწავლე იყო. მინისტრმა ახალგაზრდებს უწყების მუშაობის სპეციფიკა, სამინისტროს სტრუქტურა და დაქვემდებარებული სამსახურების საქმიანობა გააცნო.
ნოდარ ხადურმა მოსწავლეებს ასევე განუმარტა, თუ როგორ დგება ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, რა სახის გადასახადები მოქმედებს, როგორ ხდება შემოსავლების მობილიზება და აღნიშნული თანხების გადანაწილება.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ფინანსთა მინისტრმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სკოლის მოსწავლეები სამინისტროს დეპარტამენტებისა და სამსახურების საქმიანობას გაეცნენ. დაათვალიერეს შემოსავლების სამსახურის ვიდეომონიტორინგის ოთახი, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მონაცემთა ცენტრი და ფინანსთა სამინისტროს აკადემია. დღესვე ახალგაზრდებმა თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონა მოინახულეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები