პროკურორებსა და გამომძიებლებს ტრენინგი ჩაუტარდათ

პროკურორებსა და გამომძიებლებს ტრენინგი ჩაუტარდათ საქართველოს პროკურატურისა და ევროსაბჭოს თანამშრომლობის ფარგლებში, იურიდიული პირების მიერ ჩადენილი ეკონომიკური დანაშაულების მიმართ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის წარმოების თემაზე ტრენინგი ჩატარდა. საქართველოს პროკურატურის ცნობით, ღონისძიება დაიგეგმა პროექტ „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის“ ფარგლებში (ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო პროგრამა (PCF). ტრენინგზე ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები განიხილებოდა, როგორიცაა: კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და სხვა ეკონომიკურ დანაშაულებში ჩართული იურიდიული პირების გავრცელებული სახეები; დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტური მექანიზმები; არსებული გამოწვევები, ქართული და საერთაშორისო პრაქტიკა. ტრენინგი მოწვეულმა ექსპერტებმა: თაღლითობის საქმეებსა და მძიმე დანაშაულებზე სპეციალიზებულმა ჰოლანდიელმა პროკურორმა ნიკოლ ვურჰუისმა და ბრიტანული საერთაშორისო იურიდიული ფირმის წარმომადგენელმა ნიმიშა აგარვალიმ ჩაატარეს. სასწავლო პროცესი 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა და ინტერაქტიულ ხასიათს ატარებდა. ტრენინგს, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან ერთად, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ერთობლივი ტრენინგების მიზანია, ჩამოყალიბდეს საერთო მიდგომა, მოხდეს არსებული სირთულეების იდენტიფიცირება და მათ გადასაჭრელად უფრო თანამიმდევრული მიდგომები ჩამოყალიბდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები