ეკატერინე სირაძე-დელონე: ეს რეკლამა არის ამორალურობის უმაღლესი მწვერვალი

საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე საქართველოში iPhone+-ის მიერ გავრცელებულ სარეკლამო რგოლს გამოეხმაურა და მას ამორალურობის უმაღლესი მწვერვალი უწოდა.
როგორც დელონე ფეისბუქის საკუთარ გვერზე წერს, კანონმდებლობით უნდა აიკრძალოს ტერორიზმის დადებით კონტექსტში წარმოჩენის ნებისმიერი რგოლი.
“ეს რეკლამა არის ამორალურობის უმაღლესი მწვერვალი, მისი კონცეფტორები და განმახორციელებლები, ყველა ერთად. მგონი, არ უნდა შევამციროთ მათი შეგნებისა და პასუხისმგებლობის ხარისხი ამ ყველაფერში, ისინიც არიან სრულიად ამორალური ხალხი.
აღშფოთებული ვარ და სიტყვები არ მყოფნის. ვემხრობი, კანონმდებლობით აიკრძალოს ტერორიზმის დადებით კონტექსტში წარმოჩენის ნებისმიერი ვიდეო და აუდიომასალის დამზადება და გავრცელება, მოწოდებები, არაპირდაპირი წახალისებები ტერორიზმისკენ, რათა მხოლოდ ზოგიერთი ჩვენი მოქალაქის (თუმცა ჩემთვის მოქალაქეს, გარკვეული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობების მატარებელია, რასაც ამ ადამიანებზე ვერ ვიტყით ცალსახად) მორალის იმედად არ დავრჩეთ”, – წერს საფრანგეთში საქართველოს ელჩი.
ინტერნეტსივრცეში iPhone+ – ის პროვოკაციული სარეკლამო რგოლი ვრცელდება. ვიდორგოლში iPhone+ – ის თანამშრომლები, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მსგავსად არიან გამოწყობილნი, მათ „ავტომატები“ უჭირავთ და კონკურენტებს ემუქრებიან. ვიდეოს თან ერთვის ქართული ტიტრები, სადაც წერია, რომ iPhone+ იანვრიდან ხდება Apple-ის ოფიციალური პარტნიორი. ისინი ძლიერი კონკურენციით იმუქრებიან.
სარეკლამო რგოლის მონაწილეები „პერფორმანსს“ იარაღიდან გასროლის იმიტაციით ასრულებენ. ვიდერგოლმა სოციალური ქსელის მომხმარებლების უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ვიდეო iPhone+ – ის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.
მოგვიანებით კი iPhone+ -ის წარმომადგენელმა განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ ეს იყო ხუმრობა და, აგრესიის გამოხატვის ნაცვლად, საზოგადოებას უნდა გასცინებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები