საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი კონფერენციას გამართავს
საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდი (IRZ), სასტუმრო “ვერე-პალასში“, გერმანიის ფედერალურ ადვოკატთა პალატასთან, საქართველოსა და სომხეთის ადვოკატთა ასოციაციებთან ერთად, ხვალ, 17 ნოემბერს, ერთდღიან ღონისძიებას გამართავს.
18-19 ნოემბრის კი საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის ორგანიზებითა და დაფინანსებით, სასტუმრო “რუმს თბილისში”, გერმანიის ფედერალურ ადვოკატთა პალატასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან ერთად კონფერენცია გაიმართება.