დავით ნარმანია: საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დაფინანსება 50 მილიონი ლარით გაიზრდება

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტით, საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დაფინანსება 50 მილიონი ლარით გაიზრდება. მისი თქმით, ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ საკმაოდ ბევრ გზას დასჭირდება შეკეთება და საგზაო ინფრასტრუქტურისთვის დაფინანსება იზრდება.
“ეს არის 5-6 წლის წინ არის გაკეთებული გზები და მათ ხარისხთან დაკავშირებით დღეს არსებობს პრობლემები. იქ გამავლობა ამ ეტაპზე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია, მაგრამ ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ საკმაოდ ბევრ გზას დასჭირდება შეკეთება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვზრდით საგზაო მომართულებით დაფინანსებას”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები