ირაკლი შოთაძე: საუბარი იმაზე, რომ მე მთავარი პროკურორობის კანდიდატი ვარ, ნაადრევია
მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთძემ “მაესტროს ფაქტორში” მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა.
“ჯერჯერობით კანდიდატები, როგორც ასეთი, სამართლებრივად არ არსებობენ. ამ ეტაპზე არსებობენ წარდგენილი კანდიდატურები, თუმცა სამი კანდიდატის წარდგენა უნდა მოახდინოს იუსტიციის მინისტრმა. მან ამ ეტაპზე დაასრულა კონსულტაციები, რომლის ერთი თვის განმავლობაში განხორციელების ვალდებულება ჰქონდა. კანდიდატების დასახელება ამ დღეებში უნდა მოხდეს. შესაბამისად, იმაზე საუბარი, რომ მე უკვე მთავარი პროკურორობის კანდიდატი ვარ, მით უმეტეს ერთადერთი კანდიდატი, ნაადრევია”, – განმარტა ირაკლი შოთაძემ.