თინათინ ხიდაშელი: ეტყობა მე უკეთესად მოვახერხე ამის გაკეთება, ვიდრე დათომ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის აშშ-ში გაუხმაურებელ ვიზიტს თავდაცვის მინისტრი და უსუფაშვილის მეუღლე თინათინ ხიდაშელი ეხმაურება.
როგორც ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად იმყოფებიან საზღვარგარეთ და ხშირად ეს ვიზიტები მედიით არ ხმაურდება.
როგორც ხიდაშელმა განაცხადა, ერთი თვის წინ ის თავადაც იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს მაშინ შეუმჩნეველი დარჩა და კამერის ობიექტივში არ მოხვედრილა.
„საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ხშირად ვიმყოფებით ვიზიტებში, რომელიც მედიაში არ ხმაურდება. მათ შორის, არის ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეც, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პირი. მე თვითონაც შემიძლია ახლავე გითხრათ, აქვე გაგიმხილოთ, მეც ერთი თვის წინ ვიყავი აშშ-ში იმავე ქალაქში, იმავე ქუჩებზე, ოღონდ ეს მაშინ შეუმჩნეველი დარჩა და არც ერთი კამერის ფოკუზში არ მოხვედრილა, ეტყობა მე უკეთესად მოვახერხე ამის გაკეთება, ვიდრე დათომ. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი მუშა პროცესი აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და ჩვენ მათთან გვაქვს ურთიერთობა მუდმივად, ყოველდღე როგორც ღია ფორმატებში, ისე მედიისთვის დახურულ ფორმატში. ეს არის ჩვეულებრივი, ნორმალური პროცესი ბევრი რამე ხდება ჩვენს ურთიერთობებში რაზეც ტელევიზორში არ ვლაპარაკობთ იმიტომ, რომ პირველ რიგში,  ყველაზე მთავარი და მნიშნელოვანი არის ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები და ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესები ხანდახან მოითხოვს, რომ კამერების მიღმაც მიმდინარეობდეს საუბრები”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები