გიორგი კვირაშვილი და თეა წულუკიანი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვიდნენ

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირაშვილი და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოვიდნენ. ევროპარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრაზე მინისტრებმა ისაუბრეს საქართველოს ასოცირების შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭროს სივრცის ჩათვლით იმპლემენტაციის პროცესზე და მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე.
მინისტრებმა დეპუტატებს მიაწოდეს ინფორმაცია სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებაზე და იმ პროგრესზე, რასაც საქართველმ ამ მიმათულებით მიაღწია. მინისტრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს მოსახლეობისთვისა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თაობაზე დადებით პოლიტიკურ გადაწყვეტილებას.
კომიტეტის სხდომაზე საუბარი შეეხო რეგონსა და საქართველოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. ევროდეპუტატებმა კიდევ ერთხელ დაგმეს რუსეთის ქმედებები ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონში, რაც მათი განცხადებით ხელყოფს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტის დეპუტატებს საქართველოს ტერტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე მისი ევროპული და ევროატლატიკური კურსის ურყევი მხარდაჭერისთვის, რაც ევროპაალმენტის არაერთ რეზოლუციაში აისახა.
საკომიტეტო სხდომაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოში არსებულ ვითარებას, აღინიშნა წინასაარჩენო პერიოდში პლურალისტური პოლიტიკური გარემოს არსებობის აუცილებლობა. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი ერთგულება და მზაობა პროცესების მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარმართვისთვის. მინისტრებმა გამოხატეს მზადყოფნა ითანამშრომლონ ევროპარლამენტთან და ევროდეპუტატებს მოუწოდეს მაქსიმალურად ჩაერთონ, როგორც წინასარჩევნო პროცესზე დაკვირვების, ასევე ასოცრების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის პროცესში.
სხდომის დასაწყისში მონაწლე მხარეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საფრანგეთის დედაქალაქში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას.
კომიტეტში სიტყვით გამოსვლამდე საქართველოს საგარეო უწყებს ხელმძღვანელმა შეხვედრა გამართა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ელმარ ბროკთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები