“ტერორიზმთან ბრძლის კუთხით ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი ურთიერთობა აშშ-თან”

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ბოლო წლების განმავლობაში უპრეცედენტოდ კარგი ურთიერთობა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
როგორც იზორიამ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში განმარტა, ტერორიზმთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს საერთაშორისო პრობლემაა.
„მინდა ცალსახად ვთქვა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი ურთიერთობა აშშ -თან სწორედ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, მათ შორის ინფორმაციის გაცვლის თვალსაზრისით. ტერორიზმი არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა, ეს არის საერთაშორისო პრობლემა. მე ხშირად ვისმენ ექსპერტებისგან შეფასებებს, როდესაც ხდება გარკვეულწილად „დადანაშაულება“ თითქოს-და სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობა იწვევს ამ ახალგაზრდების გადასვლას სირიაში, ან სხვა პრობლემები, რაც ინტეგრაცისთან არის დაკავშირებული, ეს შეფასებები მართლაც რომ საფუძველს მოკლებულია”, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები