სუიციდის კიდევ ერთი ფაქტი – 15 წლის გოგონამ თავი მოიკლა
სოფელ ფარცხანაყანებში 15 წლის გოგონამ თავი მოიკლა – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, გარდაცვლილს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, გოგონამ იტალიაში მყოფ დედას დაურეკა და უთხრა, რომ უღირსი შვილია და ასეთ დედას არ იმსახურებდა. სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ გოგონას დედამ ნათესავებს შვილის მონახულება სთხოვა, თუმცა სახლში მისულ ახლობლებს მოზარდი ჩამომხრჩვალი დახვდათ.