ლევან იზორია: საქართველო ტერორისტებისთვის მაღალი რისკის კატეგორიების ქვეყნებში არ არის

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ ლევან იზორიამ გადაცემა „მაესტროს ფაქტორში“ ტერორიზმის საფრთხეებთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვებს უპასუხა.
როგორც მან განაცხადა, ყველა მუქარას, რომელიც იქნა საჯაროდ გაჟღერებული ტერორისტებისგან და თუ ეს მუქარა საქართველოს უკავშირდება, უსაფრთხოების სამსახური სერიოზულად აღიქვამს და ამ საკითხს მაღალი ხარისხით და პასუხისმგებლობით ეკიდება.
მისივე თქმით, რაც შეეხება არის თუ არა საქართველო ტერორისტებისთვის მაღალი რისკის კატეგორიების ქვეყნებში, ეს ასე არ არის და ძირითადი სამიზნე ის ქვეყნებია, რომლებიც უშუალოდ საომარ მოქმედებებს ახორციელებენ.
„საფრთხეებთან დაკავშირებით ბუნებრივია, ჩვენ ყველა მუქარას, რომელიც იქნა საჯაროდ გაჟღერებული ტერორისტებისგან და ეს მუქარა უკავშირდება საქართველოს, სერიოზულად აღვიქვამთ. აქ მიდგომა არ არის დიფერენცირებული, შესაბამისად, ჩვენ ამ მობილიზებას ვიჩენთ მაღალი ხარისხით და მაღალი პასუხისმგებლობით, რაც უკავშრდება რისკებისა და საფრთხეების თავიდან აცილებას.
რაც შეეხება, არის თუ არა საქართველო მაღალი რისკის კატეგორიების ქვეყნებში ტერორისტებისთვის, ეს ასე არ არის. ძირითადი სამიზნე ამ თვალსაზრისით არიან ის ქვეყნები, რომლებიც უშუალოდ საომარ მოქმედებებს ახორციელებენ სირიასა და ერაყის ჩრდილოეთით ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს მათ საჯაროდ გამოქვეყნებულ განცხადებებში და მუქარის წერილებშიც არის დაფიქსირებული. კერძოდ, საუბარია სახელმწიფოებზე, მათ შორის ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე, რომლებიც საჰაერო ოპერაციებს ახორციელებენ აღნიშნულ რეგიონში, თუმცა ეს ჩვენ, მათ შორის განსაკუთრებით, უწყებას, რომელიც უშუალოდ არის სახელმწიფო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ჩვენ ყველა განცხადებას, ყველა მუქარას სრული სერიოზულობით ვეკიდებით“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები