იმყოფებოდა თუ არა “ჰეზბოლას” ერთ-ერთი მეთაური თბილისში – ლევან იზორიას განმარტება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ტერორისტული ორგანიზაცია “ჰეზბოლას” ერთ-ერთი საველე მეთაური საიად ალ ბაჰაიდი თბილისში იმყოფებოდა, ეხმაურება.
როგორც ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში მან განაცხადა, მოქალაქეს, საიად ალ ბაჰაიდი-ს სახელით, საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
“მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ ასეთ პიროვნებას საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან გვაქვს ინფორმაციების ინტენსიური გაცვლა, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებს უკავშირდება და მისი სახელი არც მათ სიებში მოიპოვება. ის ვერც გაყალბებული დოკუმენტაციით შემოვიდოდა საქართველოში და მის შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს”, – განაცხადა ლევან იზორიამ.
hezbola

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები