ერაყის დაზვერვის ინფორმაციით, „ისლამური სახელმწიფო“ ტერაქტებს სამ ქვეყანაში გეგმავს
„ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ ტერაქტებს სამ ქვეყანაში – აშშ-ში, საფრანგეთსა და ირანში გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ერაყის სპეცსამსახურები ავრცელებენ.
„ისლამური სახელმწიფო“ ტერაქტებს რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში, საფრანგეთსა და ირანში გეგმავს. ამ ქვეყნებს შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ. „ისლამური სახელმწიფო” ამ სახელმწიფოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, – განაცხადა ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრმა იბრაჰიმ ალ-ჯააფარიმ.
ერაყელი მინისტრის თქმით, ეგვიპტეში, ერაყში, ლიბანსა და საფრანგეთში მომხდარი ტერაქტები იმაზე მიუთითებს, რომ „ისლამური სახელმწიფო“ მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ პარიზში 13 ნოემბერს ღამით მომხდარი ტერაქტების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა და 252 დაიჭრა.