წმინდა პატრიკის დღესასწაულზე სასტუმროდან კატა მოიპარეს

  წმინდა პატრიკის დღეს აშშ-ის კოლორადოს შტატის ქალაქ ფორტ კოლინსის სასტუმრო „არმსტრონგიდან“ კატა მოიპარეს. სასტუმროს მეპატრონეების: სტივ და მისი ლევინგერების თქმით, კატა „ორეო“ სასტუმროსა და მომსახურე პერსონალისთვის ძვირფასი ბინადარი იყო. იგი სტუმრებს გახსნის დღიდან  10 წლის განმავლობაში ყოველთვის შემოსასვლელში ხვდებოდა. სასტუმროს სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ჩანს, რომ გაუჩინარების დღეს, 14 მარტს სასტუმროში ორი ახალგაზრდა მამაკაცი შევიდა. სასტუმროს გენერალური მენეჯერის ნიკ გლიჟინსკის თქმით, სტუმრები ოთახს ითხოვდნენ, თუმცა მათ განემარტათ, რომ სასტუმროში არც ერთი ოთახი ცარიელი არ იყო. გაბრაზებულმა სტუმრებმა კატა რეგისტრაციის მაგიდიდან წაიყვანეს. „ღმერთმა უწყის, ჩვენი “ორეო” ამჟამად სად არის. ძალიან ვღელავთ. ის ჩვენი სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის შემადგენელი ნაწილია და ჩვენს სასტუმროს ხიბლს მატებს”, – აღნიშნა გლიჟინსკიმ.
სასტუმროს პერსონალს და ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ კატას მალე იპოვნიან და უვნებელს დააბრუნებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები