საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა

საქართველოს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია პარიზში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად და ფრანგი ხალხის მიმართ სოლიდარობის ნიშნად, საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა.
პარიზში ტერორისტული თავდასხმები წუხელ ეროვნულ სტადიონზე, საკონცერტო დარბაზსა და რესტორნებზე მოხდა, რომლის შედეგადაც, ოფიციალური მონაცემებით, 127 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 600-მდე დაშავდა.
ტერორისტული თავდასხმების გამო, საფრანგეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები