პუტინი ტერორისტული აქტების სერიას „საშინელებას“ უწოდებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 13 ნოემბერის ტერაქტებში დაღუპულთა გამო, საფრანგეთის პრეზიდენტს და ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს.
ტერორისტული აქტების სერიას რუსეთის პრეზიდენტი „საშინელებას“ უწოდებს. „ჩვენ, რუსეთში, კატეგორიულად ვგმობთ ამ არაადამიანურ მკვლელობებს და მზად ვართ ამ დანაშაულის გამოძიებაში საფრანგეთს ნებისმიერი დახმარება აღმოვუჩინოთ“, – აცხადებს პუტინი.
შეგახსენებთ, რომ პარიზში 13 ნოემბერს საღამოს მომხდარი ტერაქტების სერიის შედეგად 153 ადამიანი დაიღუპა. 60 დაშავებული საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მომხდარის გამო დაშავდა 600-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები