პარიზში ტერორისტული შეტევების შედეგად 140 ადამიანია დაღუპული

AppleMark

საფრანგეთში გვიან ღამით მომხადარი ტერორისტული შეტევების შედეგად საერთო ჯამში 140 ადამიანია დაღუპული. ამ ინფორმაციას სააგენტო „ასოშიეტედ პრესი“ ავრცელებს. ამავე დროს ტელეკომპანია „სი-ენ-ენის“ ინფორმაციით, დაღუპულია 153 ადამიანი. დაშავებულია 200-ზე მეტი, 80 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

საფრანგეთის პოლიციის ცნობით, დაღუპულია რვა „ბოევიკი“, რომლებიც ამ შეტევებში მონაწილეობდნენ. მათ შორის შვიდმა თავი აიფეთქა ე.წ. შაჰიდის ქამრების მეშვეობით.

ამასთანავე საფრანგეთის პოლიცია შიშობს, რომ თავდასხმის ზოგიერთი მონაწილე მიიმალა და ისინი კვლავ პარიზში რჩებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები