BBC: იაპონიაში 7-ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა
7.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა იაპონიის სამხრეთ დასავლეთ სანაპიროზე. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. წყაროს ცნობით, ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
BBC-მადგილობრივ მეტეოროლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით თავდაპირველად გაავცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სამხრეთით მდებარე კუნძულ ნაკანოშიმას 30 სმ სიმაღლის ცუნამი უახლოვდებოდა, თუმცა, მოგვიანებით, ეს ცნობა არ დადასტურდა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წელს მომხდარი მიწისძვრით გამოწვეულმა ცუნამიმ ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში 18 000 ადამიანი დააზარალა. კატასტროფის შედეგად, 230 000-მდე ადამიანი ძველ საცხოვრებელს ჯერაც არ დაბრუნებია.