თვითმფრინავები, რომლებიც ფრენას პარიზის მიმართულებით ახორციელებდნენ, მიმართულებას იცლიან
პარიზის მიმართულებით განხორციელებული ფრენები აღარ სრულდება. თვითმფრინავები, რომლებიც ფრენას საფრანგეთის მიმართულებით ახორციელებდნენ, მიმართულებას იცლიან. უცხოური მედია საერთაშორისო ფრენების რუკას აქვეყნებს, სადაც აღნიშნული ფაქტია ასახული.
შეგახსენებთ, რომ პარიზში ტერაქტების სერია განხორციელდა. არსებული მონაცემებით, 140-მდე ადამიანია დაღუპული.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ქვეყნის საზღვრები ჩაკეტა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა ადგილობრივი ტელევიზიების პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“პარიზში ტერორისტების უპრეცედენტო თავდასხმა განხორციელდა, საფრანგეთი ომის მდგომარეობაშია”, – განაცხადა პრეზიდენტმა. ოლანდის განცხადებით, საფრანგეთის ჯარი სრულ მობილიზაციაზეა გადაყვანილი.
.