დაღუპულია 100 მდე ადამიანი – საკონცერტო დარბაზ “ბატაკლანის” შტურმის ვიდეო ვრცელდება
ბოლო ინფორმაციით, პოლიციელებმა და საფრანგეთის საჯარსო შენაერთებმა თეატრზე შტურმის დროს 3 ტერორისტი მოკლეს. დაღუპულია 100 მდე მძევალი. არიან დაშავებულებიც. ინფორმაცია ამის შესახებ “როიტერს” საფრანგეთის მერიაში დაუდასტურეს. ამ დროისთვის სპეცოპერაცია დასრულებულია, გადარჩენილი მძევლები კი – გათავისუფლებულები.
სპეცოპერაციაში საფრანგეთის ჯარიდან 1500 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ადგილობრივი საავადმყოფოები და კლინიკები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.
ადგილობრივ მერიაზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის მასშტაბით ტერაქტების შედეგად სულ 140 ადამიანია გარდაცვლილი.
უცხოური მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტერაქტები თავის თავზე ISIS-მა აიღო.