“ეს კაცობრიობაზე თავდასხმაა” – ბარაკ ობამა ტერორისტულ აქტებს აფასებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პარიზში მომხდარ ტერორისტულ აქტებს ეხმაურება და მას კაცობრიობაზე თავდასხმად აფასებს.
“ეს თავდასხმა არ არის მხოლოდ პარიზზე თავდასხმა და არც მხოლოდ საფრანგეთში მცხოვრებ ადამიანებზე თავდასხმა, ეს არის კაცობრიობაზე თავდასხმა და იმ ფასეულობებზე, რასაც ჩვენ ვიზიარებთ”, – განაცხადა ბარაკ ობამამ.