ნორმა, რომლითაც “რუსთავი 2”-ში დროებითი მმართველები დაინიშნენ, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა

საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „საქართველოს“ მეწილეების ლევან და გია ყარამანიშვილების სარჩელი. ამ სარჩელით გაპროტესტებული იყო იმ მუხლის კონსტიტუციურობა, რომელზე დაყრდნობითაც მოსამართლე ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ში დროებითი მმართველები დანიშნა.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო წარმოებაში საქმე და შეაჩერა ამ მუხლის მოქმედება. შესაბამისად, შეჩერდა ურთმელიძის განჩინებაც. ეს გადაწყვეტილება სასამართლოს კოლეგიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები