თეა წულუკიანი: „რუსთავი 2″- ზე დავა ჩემთვისაც და საზოგადოების სხვა წევრებისთვისაც უკვე დამღლელია

ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ამ დავის რეჟიმში, ჩვენ, სახელმწიფოს, მთავრობას, საზოგადოებას, აქვს სხვა ბევრი საქმე“, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე დავას.
თეა წულუკიანმა მოდავე მხარეებს მოუწოდა, რომ დავა სასამართლოში გააგრძელონ და დაელოდონ
„ჩემი პოზიცია არის მარტივი. ის დავა, სხვადასხვა დროს მფლობელებს შორის, რომელიც „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით მიმდინარეობს, რუსთავი 2“-ზე ჩემთვისაც და საზოგადოების სხვა წევრებისთვის არის უკვე დამღლელი. მხარეებს მოვუწოდებ, რომ იდავონ სასამართლოში და ჩვენ მოგვცენ საშუალება, გავაკეთოთ ის საქმე, რაც გვაქვს. მათი დავა, მათი დავაა. სასამართლო თავისუფალია და დაელოდონ დავის შედეგებს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიცხოვრებთ ამ დავის რეჟიმში. ჩვენ, სახელმწიფოს, მთავრობას, საზოგადოებას, აქვს სხვა ბევრი საქმე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები