მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწაზე წყალი პლანეტის ფორმირებიდანვე არსებობს
შოტლანდიელმა მეცნიერებმა გლაზგოს უნივერსიტეტიდან დედამიწის ძველი ქანების მიხედვით დაადგინეს, რომ წყალი დედამიწაზე ჩვენი პლანეტის ფორმირებიდანვე არსებობს. აქამდე არსებული ვერსიით, წყალი დედამიწაზე ასტეროიდებმა ან კომეტებმა ჩამოიტანეს. ახალი აღმოჩენის შესახებ გამოცემა «Science»-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია ნათქვამი.
შოტლანდიელი მეცნიერების თქმით, აღებულ სინჯებში წყლის მოლეკულები მძიმე წყალბადის ტომების მცირე რაოდენობას შეიცავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წყალი დედამიწაზე მაშინ კი არ მოხვდა, როდესაც პლანეტა უკვე გაცივდა, არამედ მტვერთან ერთად, საიდანაც დედამიწა წარმოიქმნა. წყლის დიდი ნაწილი ამ პროცესის დროს აორთქლდა, მაგრამ რაც დარჩა, დედამიწის ოკეანეების ფორმირებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.
დღეს ოფიციალურად არსებული ვერსიით, წყალი დედამიწაზე კოსმოსიდან, ძირითადად, ასტეროიდებით მოხვდა.