შალვა პაპუაშვილი: ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია

“ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტთან საქართველოს ხელისუფლებას სასაუბრო სულ უფრო ნაკლები რჩება.

„რაც შეეხება ევროპარლამენტს, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ხალხთან სასაუბრო სულ უფრო ნაკლები და ნაკლები გვრჩება. ჩვენ ვართ ღირებულებით ორ განსხვავებულ პოლუსზე. ევროპარლამენტის სახით ჩვენ გვყავს საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობის რეინკარნაცია. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ყველაფრით, ესთეტიკით, რასა იუკნევიჩიანეს რუსული აქცენტით, ყველაფრით. აბსოლუტურად სრული რეინკარნაცია არის უკვე სახალხო დეპუტატთა ყრილობის, ხოლო ჩვენ ვფიქრობთ ევროპულად. ჩვენ ვფიქრობთ როგორც დემოკრატიული ქვეყანა. ასე, რომ ჩვენს შორის არის ღირებულებითი უფსკრული. ქართულ ღირებულებებთან ის რაღაც ღირებულებითი აჯაფსანდალი, რომელიც დღეს ევროპარლამენტში ხდება, ამასთან ჩვენ საერთო არაფერი გვაქვს და ვერც გვექნება. ევროკავშირის ეს ინსტიტუცია უნდა შეიცვალოს თვისებრივად იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს შეეძლოს მასთან რაიმე სახის ურთიერთობა. საბჭოთა მენტალიტეტის მქონე ადამიანებთან, გორბაჩოვის თანამებრძოლებთან და ფაშისტური განცხადებებით გამორჩეულ ხალხთან ქართველ ხალხს არაფერი საერთო არ აქვს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები