ხვალ მზია ნიორაძის პირველი სოლო-კონცერტი გაიმართება
ხვალ, 14 ნოემბერს, მზია ნიორაძე ქართველი მსმენელის წინაშე წარსდგება. მეცო-სოპრანო კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოში პირველ სოლო-კონცერტს გამართავს. რომანსების საღამოზე შესრულებული იქნება კლასიკოსების ცნობილი ნაწარმოები.
მზია ნიორაძე წლების განმავლობაში რუსეთში, „მარინის” თეატრში მოღვაწეობდა. ბილეთის ფასი სიმბოლური თანხა – 5 ლარი იქნება.