დავით ზურაბიშვილმა საკრებულოში ბრიფინგი გამართა
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც თბილისის მერს დავით ნარმანიას, ვიცე-მერს ლაშა აბაშიძეს და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსს თემურ თორდინავას მიმართა.
დეპუტატმა მათ გამსახურდიას N23 ა-ს მიმდებარედ, შპს „ელზუროს“ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე საბავშვო ბაგა-ბაღის „საპოვნელას“ დემონტაჟისა და მის ნაცვლად მრავალსართულიანი, მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტის გათვალისწინების გამო მადლობა გადაუხადა და, ამასთან, აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე გამოიკვეთა და რომელიც საბურთალოს მუნიციპალიტეტის კოსტავა-დოლიძე-ხილიანი-ბახტრიონის ოლქის ტერიტორიაზე საბავშვო ბაგა-ბაღების ნაკლებობას უკავშირდება, კვლავ ვერ მოგვარდა.
,,ამიტომ, ვინაიდან საბავშვო ბაგა-ბაღ „საპოვნელას“ შენობა ამ ეტაპზე არავის მფლობელობაშია და აღნიშნულ ოლქში საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა მზარდია, მოგმართავთ ინიციატივით, რომ მუნიციპალური საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნის მიზნით, შენობას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდეს“,-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.