„ვარდისფერი ავტობუსი შუა გზაზე გაჩერდა, მაგრამ საბურავების კვალი მაინც დატოვა…“

როგორ ახერხებს ალექსანდრე ლორთქიფანიძე ხელოვნებაში რთულად შესასრულებელი მარტივი ფორმულით კვალის დატოვებას….

– მსახიობი, პოეტი, ხანდახან „მუსიკოსი“… ალექსანდრე ლორთქიფანიძემ პირველად რომელი წიგნი წაიკითხა?12226381_1162728717089068_934478956_n
– 
თუ სწორად მახსოვს, ეს იყო ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“, 5 წლის ასაკში და მაშინ უკვე მიყვარდა კითხვა …
– როგორ სწავლობდი. როგორი ბავშვი იყავი (სკოლის პერიოდში) ე.წ. შატალოებზე თუ დადიოდი12231291_1162728727089067_1378038125_n
– სიმართლე გითხრათ, ძალიან კარგი მოსწავლე ვიყავი, თუმცა ბოლო კლასებში ჩემი მაღალი ნიშნები უკვე ზოგადი განათლების დამსახურება უფრო იყო, ვიდრე ბეჯითად სწავლის, რადგან ამ პერიოდში უკვე საკუთარი ინტერესები გამიჩნდა, მხატვრული ლიტერატურის კითხვას მეტ დროს ვუთმობდი, ვიდრე სასკოლო საგნებს, მაგრამ რაღაცნაირად ვახერხებდი, რომ მარტივად მესწავლა ყველა გაკვეთილი. რა თქმა უნდა, „შატალოებიც“ იყო ჩემს ბიოგრაფიაში.
– პროფესია… როდის გადაწყვიტე, რომ ხელოვნება შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გამხდარიყო?12233185_1162728730422400_636723326_n
– 
რაც თავი მახსოვს, მსახიობობა მინდოდა. თავიდან ეს გაუცნობიერებელი ლტოლვა იყო ჰოლივუდის, წითელი ხალიჩების, კინოსამყაროს მიმართ. შემდეგ უკვე გააზრებულ გადაწყვეტილებაში გადაიზარდა. სწორედ ამიტომ 9 კლასის დამთავრების შემდეგ სახელოვნებო კოლეჯში ჩავაბარე.
– ხარ განსაკუთრებით აქტიური…  შენს ცხოვრებაში გამოჩნდა „ვარდისფერი ავტობუსი…“
– არ შემიძლია რუტინული ცხოვრება. ყოველთვის ვცდილობ, ყოველი დღე დასამახსოვრებელი, რაღაცით საინტერესო იყოს. სულ მაქვს შეგრძნება, რომ ცხოვრებაში ძალიან ცოტა დროა და მისი სრულყოფილად გამოყენებაა საჭირო… „ვარდისფერი ავტობუსი“ 17 წლის ასაკში გაჩერდა ჩემს ცხოვრებაში… 4 მეგობართან ერთად დავიწყეთ ასეთი პოეტური მოძრაობა, რომლის მიზანიც გარკვეული სიახლის შემოტანა, პოეტურ-კულტურული რევოლუციის მოხდენა, ძველის ჩანაცვლება იყო. ვთვლი, რომ ჩვენმა აქტიურობამ გარკვეული შედეგი მოიტანა, თუმცა არასრული… „ვარდისფერი ავტობუსი“ შუა გზაზე გაჩერდა, მაგრამ საბურავების კვალიც დატოვა.12233372_1162728707089069_1550096818_n
– სახელი და გვარი… ისე ჟღერს „ალექსანდრე ლორთქიფანიძე“ – შენ თუ გაქვს რაღაც გარკვეული დამოკიდებულება….
– უცნაური კითხვაა. შეიძლება გაუცნობიერებლად მქონდეს კიდეც, მაგრამ არ ვიცი. შეიძლება მეტ თავდაჯერებულობას მმატებდეს, ახლა დავფიქრდი.
– უკვე შეძელი, რომ იყო მსახიობი, წერდე მუსიკას, იყო პოეტი, იდგმებოდეს შენი პიესები… რას ფიქრობს  ამაზე თავის თავთან დარჩენილი ალექსანდრე…
– თავის თავთან დარჩენილი ალექსანდრე ფიქრობს – ცოტაა, დროც ცოტაა, პასუხისმგებლობა და სურვილი კი ძალიან ბევრი. სწორედ ამიტომ მუდმივად შინაგან ფორიაქში ვარ და მუდმივად ვცდილობ, რაღაც შევქმნა, ეს თან ხელს მიწყობს, თან ხელს მიშლის კიდეც..
– მუსიკას რა დროს წერ?
– როცა მუსიკალურად ვაზროვნებ… ასეთი მომენტებიცაა ხოლმე, ყველაფერი გარშემო ნოტებით იწერება…
– რა არის შენი მიზანი, გინდა, რომ განათლებასთან ერთად წარმატებული და ცნობილი იყო თუ…
– 
ჰო, სიტყვა წარმატება არ მიყვარს, ბუნდოვანი სიტყვაა, ყალბი. ცნობადობა კარგია, თუ დადებით კუთხით ხარ ცნობილი, თუ შენი სასარგებლო საქმით ხარ ცნობილი… რატომაც არა.12233396_1162728713755735_839268585_n
– როგორ ფიქრობ, ადამიანი როგორ ხდება ცნობილი და შენთვის რა უფრო მისაღებია (სკანდალი, შოუ, განათლება და ა.შ.)…
– 
ალბათ, ჯერჯერობით იმით არ გავმხდარვარ ცნობილი, რითიც უფრო მეტად მინდა. ანუ ჩემი შემოქმედებით, ჩემი შექმნილით… ვისურვებდი ასე იყოს, ადამიანები ამით მცნობდნენ და არა რეკლამებით, ან შოუებით.
– რა არის შენთვის მთავარი – ეკრანი თუ უშუალო ურთიერთობა ადამიანებთან…
– 
რა თქმა უნდა, ნამდვილ ურთიერთობებს ვერაფერი ანაცვლებს.
… „რა, სად, როდის“, „შავი ყუთი“ და ანისთვის განკუთვნილი ბეჭედი. ზოგი ფიქრობს, რომ დადგმული შოუ იყო, რადგან მას ბეჭედი უკვე ეკეთა…
– 
რა თქმა უნდა, დადგმულიც იყო, ოღონდ მხოლოდ მე და ბატონმა წამყვანმა ვიცოდით. ანის კი უბრალო ბეჭედი ეკეთა, უყვარს ბეჭდები. ეს ბეჭედი ხშირად ეკეთა ხოლმე, თუმცა ყოველგვარი დატვირთვის გარეშე. გასაგებია ეს ეჭვები, მაგრამ მინდა ყველა დავარწმუნო, რომ არანაირი სიყალბე ამაში არ ყოფილა, ყველა რეაქცია ბუნებრივი და ნამდვილი იყო, ბეჭდის ამოღების შემდეგ ჩემი რეაქციების ჩათვლით. ამიტომაც შევინახეთ ასე საიდუმლოდ, რომ თამაშის ელემენტი ამოგვეღო და ორგანული ყოფილიყო გაოცებაც და სიხარულიც. ალბათ, ამიტომაც იმოქმედა ამდენ ადამიანზე.
– არის ისეთი, რაც ჯერ არ გაგიკეთებია ხელოვნების სფეროში (მაგ. ხატვა)?
– 
კი, სწორედაც რომ ხატვა არ გამომდის…12244170_1162748050420468_1448520914_n
– როგორ ანაწილებ დროს და რა არის შენთვის ყველაზე დიდი განტვირთვის, დასვენების საშუალება? – ალბათ, მოგზაურობა საუკეთესო საშუალებაა, მოვწყდე ყოველდღიურობას. ყველაზე მეტად მთაში სიარული მიყვარს, იქ, სადაც მთავრდება ქალაქის ხმაური, ხალხმრავლობა, ავტომობილები და ა.შ. შორს, ტყე-ღრეში.. შემიძლია მივეყუდო საძილე ტომარას და დიდხანს ვიყურო სივრცეში.
– ვინ არის დღეს ალექსანდრე ლორთქიფანიძე და კმაყოფილია თუ არა საკუთარი თავით…
– 
დღეს ალექსანდრე ეძებს. ისევ ძიებაშია. კმაყოფილი არაა. არც უკმაყოფილოა, ალბათ, მაგრამ ცდილობს მეტი გაიგოს, მეტი შექმნას, მეტი იპოვოს.. ცდილობს, შეცდომები დაუშვას, რომ მერე ამ შეცდომებზე ისწავლოს.. პრინციპში მარტივი ფორმულაა, მაგრამ საკმაოდ რთულად შესასრულებელი… ასეთია დღეს ალექსანდრე.

ნინო ჯაჯანიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები