ასტრონომებმა მზის სისტემის ყველაზე დაშორებული ობიექტი აღმოაჩინეს
ასტრონომებმა მზისგან ყველაზე დაშორებული ობიექტი აღმოაჩინეს, რომელიც პლანეტას ჰგავს. ის მზის სისტემის ცნობილ საზღვრებზე სამჯერ უფრო შორს მდებარეობს. ამ ობიექტს ოორტის ღრუბელში – სფეროსებრ რაიონში მიაგნეს, რომელიც მზისგან 50-დან 100-მდე ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული.
ასტრონომებმა: სკოტ შეპარდმა და ჩედვიკ ტრუხილიომ ობიექტი ტელესკოპ Dark Energy Camera-ს მეშვეობით აღმოაჩინეს.
პლანეტას დროებითი კოდური სახელწოდება: V774104 მისცეს. აღმოჩენილი ობიექტის დიამეტრი 500-დან 1000 კილომეტრამდეა. ამჟამად ის მზისგან დაახლოებით 15 მილიარდი კილომეტრით არის დაშორებული.
ტრანსპლუტონურ სივრცეში ამ დრომდე ორი ობიექტი – სედნა და ობიექტი კოდური სახელწოდებით: 2012VP113-ია ცნობილი. ასე, რომ ახალი ობიექტი შეიძლება ამ ზონაში მესამე ციური სხეული იყოს.