რატი იონათამიშვილი: ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში
“ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში,” – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა ესტონეთში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ გვახსოვს, რომ ზუსტად ეს პირები აქ, თბილისში ანტისახელმწიფოებრივ და ანტისაეკლესიო აქციებზე იღებდნენ მონაწილეობას და ასევე გვახსოვს ისინი როგორ აფინანსებდნენ კანონის გვერდის ავლით სხვადასხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებსა თუ „ენჯეოებში. ეს არ არის ორმაგი სტანდარტი, ეს არის პოლიტიკური ამორალურობა. ესტონეთი საკუთარ ქვეყანაში კრძალავს იმას, რასაც ხელაღებით მხარს უჭერდა საქართველოში“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
შეგახსენებთ, ესტონეთის პარლამენტმა მესამე მოსმენით ხმათა უმრავლესობით მიიღო კანონი, რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეებს ესტონური პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს.