აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ვატიკანში რომის პაპს შეხვდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვატიკანში რომის პაპს, ლეო XIV-ს შეხვდა.

ვატიკანის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში მიმდინარე ომი, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და აშშ-სა და წმინდა საყდარს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საერთაშორისო მედიის ცნობით, შეხვედრა იმ პერიოდში გაიმართა, როდესაც ვაშინგტონსა და ვატიკანს შორის რიგ საკითხებზე განსხვავებული პოზიციები ფიქსირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები