შსს-მ კახეთში ე.წ. მაზავშიკი დააკავა

  რეგისტრაციის ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული ფირუზ ნ. დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ფირუზ ნ. მობილური ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდა მოქალაქეებს და სპორტული თამაშების შედეგებთან დაკავშირებით უკანონოდ იღებდა ფსონებს ხელზე, რეგისტრაციის ნებართვისა და ლიცენზიის გარეშე. სამართალდამცველებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ფირუზ მ. გურჯაანში დააკავეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები