ამიერკავკასიაში პირველად, „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ჩატარდება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის ორგანიზებით, 13 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით, ამიერკავკასიაში პირველად, „თბილისის ბაროკო ფესტივალი“ ჩატარდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო აკადემიური სცენის ვარსკვლავები და ძველი მუსიკის სპეციალისტები ესპანეთიდან, იტალიიდან, რუმინეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ყველა კონცერტზე ნაწარმოებები ძველებური ინსტრუმენტებით შესრულდება. ფესტივალის ფარგლებში, ასევე გაიმართება „ბაროკოს მუსიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი“, რომელიც ბახის, სკარლატისა და ჰენდელის საიუბილეო წელს ეძღვნება.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ ერთადერთი ძველი მუსიკის აკადემიური ანსამბლია რეგიონში, რომელმაც უკვე არაერთხელ მიიპყრო მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზების ყურადღება.