თურქეთის პოლიციამ სამი ქურთი „ბოევიკი“ დააკავა
თურქეთის ქალაქ იზმირის პოლიციამ „ქურთთა მუშათა პარტიის“ სამი „ბოევიკი“ დააკავა, რომლებიც ტერაქტს ამზადებდნენ. ტელეარხ NTV-ს ინფორმაციით, მათ 17 კილოგრამი პლასტიკური ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდათ.
„ქურთთა მუშათა პარტიის“ იზმირის რგოლის ერთ-ერთ წარმომადგენელზე, 36 წლის იბრაჰიმზე გარკვეული პერიოდის წინ თვალთვალი დაიწყო. ის და მისი ორი თანამზრახველი ტყეში დაიჭირეს, როდესაც ისინი დამალულ ასაფეთქებელს მიწიდან იღებდნენ. თავდაპირვცელად „ბოევიკები“ ტერაქტის მოწყობას 1-ელ ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნების დროს გეგმავდნენ. თუმცა მოგვიანებით მათ გეგმებში კორექტივები შევიდა და მათ ტერაქტის მოწყობა 10 ნოემბრისთვის გადაიტანეს. ჩხრეკის დროს დაკავებულების ჩხრეკისას, პლასტიკური ასაფეთქებლის გარდა, აღმოჩენილია 10 ხელყუმბარა, ხუთი დეტონატორი, ასევე სპეციალური მოწყობილობა, რომლის მეშვეობით ბომბის აფეთქება მობილური ტელეფონით არის შესაძლებელი.