კრეატიული სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების ფონდი გაიზარდა

კინოცენტრის კონკურსში ცვლილებები შეიტანეს. კრეატიული სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის 2015 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების კონკურსში საპრიზო ფონდი გაიზარდა.
2015 წლის 25 სექტემბერს გამოცხადდა კონკურსი კრეატიული სრულმეტრაჟიანი და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის 2015 წელს პროექტის განვითარების დაფინანსების მიზნით, რომლის საკონკურსო ფონდი შეადგენდა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს. ამ პერიოდისთვის გაიზარდა საკონკურსო ფონდი და 80 000 (ოთხმოცი ათასი) ლარით განისაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები