მიმდინარე წელს აზერბაიჯანში ადამიანებით ვაჭრობის 103 ფაქტი დაფიქსირდა

მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ადამიანებით ვაჭრობის 103 ფაქტი დაფიქსირდა. სააგენტო „აპა“-ს ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ილკინ გურბანოვმა განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ გამოვლენილია შრომის იძულების 7 შემთხვევა.
გურბანოვის ინფორმაციით, ამ დანაშაულთან დაკავშირებით 26 ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა დაზარალებულს ფულადი კომპენსაცია გადაეცა და „სხვა ღონისძიებები“ გატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები