კისისხევის „კარგ სახლში“, პირველად, წიგნის კონკურსი გაიმართება
22 ნოემბერს, 12:00 საათზე კისისხევის „კარგ სახლში“ წელს პირველად წიგნის კონკურსი გაიმართება. კონკურსის მიზანია ბავშვებისა და ახალგაზრდების წახალისება, მათთვის წიგნისა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება. კონკურსი მომავალში ყოველწლიური იქნება და ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ღონისძიებას არა მარტო კახეთის სოფლები, არამედ სხვა კუთხეებიდანაც შეუერთდებიან.
მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ექვსმა ბავშვმა. ჟიურის წევრები არიან: გიორგი კეკელიძე, ზაზა ფირალიშვილი და გუგული ქებურია.
განსაკუთრებულით აღსანიშნავია, რომ ჯილდოებისათვის არიან ე.წ. ნათლიები, კერძო პირები, რომლებიც საკუთარ ჯილდოს, ასევე საჩუქარს გადასცემენ მონაწილეებს.