სამხატვრო აკადემიაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მიხეილ გიორგაძე მოინახულებს
დღეს სამხატვრო აკადემიაში კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს. სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციების ავარიული შენობების მასშტაბური ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია გრძელდება.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რაც შენობის კონსტრუქციულ გამაგრებას გულისხმობს. ხორციელდება საძირკვლის გამაგრება და შენობის ახალი სახურავის ქვეშ მოქცევა. სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს შპს “იკორთა 2007” ახორციელებს.
აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი 2016 წლის დეკემბერში, ხოლო შენობის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დასრულდება.